უკვე მესამე სამგზავრო ყუთი მაქვს. ადრე ყვითელი ყუთი ვახსენე, იმით წამომიყვანეს თავდაპირველი პატრონისგან-მეთქი. პაწია ყუთი იყო, ალექსამ და დედამ ერთად შეარჩიეს ჩემთვის, სანამ მათთან გადავცხოვრდებოდი. ადრე დადებულ ფოტოზეც ჩანს:
მაგ ყუთით ჯერ მეზობელ სახლში, ალექსას მეგობარ კიკისთან გადავედი მისი ზაზუნას გასაცნობად, მერე ეზოშიც ჩამიყვანა ალექსამ, სხვა ბავშვებისთვის რომ ენახებინა ჩემი თავი. მაგრამ მაგ ყუთს დიდი ხანი არ ეწერა. სანამ მე გალიაში ვიყავი, თაროზე იდო შემოდებული და მხოლოდ გალიის გასუფთავებისას გადამსვამდნენ ხოლმე შიგ, ელენეს ოთახში გასაყვანად, მტვერსასრუტის ხმას რომ არ შევეწუხებინე.
ჰოდა, ერთი ასეთი გადასმა-გადმოსმის დროს, დედაჩემმა ძალა დაატანა ყუთის საკეტს და არ შემოემტვრა ხელში?! კიდევ კარგი, მაგ პერიოდში მგზავრობა არ დამჭირვებია, მხოლოდ გალიისა და ოთახის დასუფთავებისას მსვამდნენ მაგ ყუთში. ჰოდა, ამომტვრეულზე რომ ჩამსვეს, რა მექნა, ღრღნა დავუწყე გამოსაძვრომად და გავაფართოვე. ამიტომ საერთოდ გადააგდეს!
იყიდეს მეორე, დიდი მწვანე სამგზავრო ყუთი და ისიც დაამტვრია დედაჩემმა!
არ გაგიკვირდეთ, ეგ რაა, შინ სულ იმაზეა ხუმრობა, როგორ ყველაფერს ამტვრევს. საერთოდ, ტექნიკის მტერსაც კი ეძახიან. ყველაზე ცნობილი კი ღვინის ჭიქების ლეწვითაა.
შინ ღვინის ჭიქა არ დარჩა დაულეწავი. გარეცხვისას შემოემსხვრევა ხოლმე.
მე კი უკვე მეორე დიდი მწვანე სამგზავრო ყუთი მაქვს, ისევ დედაჩემის ნაყიდი, თან 31 დეკემბერს გაიქცა ზოომაღაზიაში, უცებ არ დაგვჭირდეს ვეტერინარი ახალ წელს და მაღაზია დაკეტილი არ აღმოჩნდესო.
საახალწლოდ სხვა საჩუქრებიც მივიღე, სათამაშო დაწნული ბურთისა და სასუსნავების ჩათვლით.
ჰო, კიდევ ერთი სათამაშო გვირაბი მაქვს, მაგრამ არ მომწონს, მირჩევნია ალექსას პოსტერების ჩასადები გრძელი შინდისფერი კონტეინერი. იქ მყუდროდ და დაცულად ვგრძნობ თავს. შევძვრები და გამოსვლა აღარ მინდა ხოლმე, როცა გალიიდან გამომიყვანენ.
აბა, მომავალ მოწერამდე!
ჰო, მართლა, თქვენ რა გამოგდით მოუხერხებლად? ან სად გიყვართ განმარტოება, სად გრძნობთ ხოლმე თავს მყუდროდ?

Comments
Post a Comment